“საქართველო უვიზო მიმოსვლას ზაფხულიდან მიიღებს” – Die Welt
გერმანული გამოცემა Die Welt-ის ინფორმაციით ევროკავშირი საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმს გააუქმებს.
გამოცემა ამ ინფორმაციას ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც სავიზო რეჟიმის მოხსნის კონკრეტულ ვადასაც ასახელებს.
“ორივე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმი შემოღებული იქნება 2016 წლის შუა ნაწილში და საქართველოსა და უკარინის მოსახლეობას ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა უვიზოდ შეეძლებათ”, – წერს Die Welt – ი დიპლომატზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა 2016 წლის ივნისიდან ან ივლისიდან იქნება შესაძლებელი.
მანამდე კი ევროკომისიას სურს 15 დეკემბრის შუალედური ანგარიშით პოზიტიური ნაბიჯები გადადგას ვიზალიბერალიზაციის კუთხით.