ყოფილი მაღალჩინოსნები პასუხისგებაში მისცეს
საგანგებო ბრიფინგი მთავარ პროკურატურაში – საგამოძიებო ორგანოს მტკიცებით, ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია, გიგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა ცემისა და წამების ფაქტებზე პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიების ინფორმაციით, “მათ მოქალაქე ელბერტ კობერიძეს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, სთხოვდნენ არარსებული ტერორისტული აქტის აღიარებას. ის აწამეს და ემუქრებოდნენ გაუპატიურებით”.
ამ ფაქტზე დააკვებულია ყოფილი პოლიციელი გიორგი სამუშია.