“საქართველოში ისლამური სახელმიწფოს წევრები იმყოფებიან”

რადიო “თავისუფლების” ფოტო

ბრალდება,თითქოს პანკისში ტერორისტები ინტენსიურ წვრთნებს გადიან, ოსურმა მხარემ ერგნეთის შეხვედრაზე გაახმაურა.

დავით სანაკოევი ამტკიცებს, რომ საქართველოში იმყოფებიან სირიიდან წამოსული დაჯგუფება ისლამური სახელმიწფოს წევრები და ახალი წლის დღეებში მოსალოდნელ პროვოკაციებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი მტკიცებით, არ არის გამორიცხული რთული ვითარება შეიქმნას საზღვრებზე და დაზარალდეს მოსახლოებაც.

პროვოკაციულს უწოდებს ოსური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პანკისში მოჯაჰედების წვრთნასთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.

ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ პანკისში მსგავი არაფერი ხდება და ჩნდება ეჭვი რომ, მსგავსი განცხადებებით ცხინვალი ძირითადი პრობლემებისგან ყურადღების გადატანას და იმ მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს, სადაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button