ბელორუსი თოვლის ბაბუა ლუკაშენკოს ორეული აღმოჩნდა [Video]
“რადიო თავისუფლების” ბელორუსულმა სამსახურმა ადგილობრივი თოვლის ბაბუა წვერისა და ქუდის გარეშე ვიდეოზე გადაიღო. ფირის აღწერის თანახმად, კადრში მსახიობი მოხვდა, რომელიც მინსკის მახლობლად განლაგებულ ისტორიულ-კულტურულ კომპლექსში ზღაპრული გმირის როლს ასრულებდა.
ვიდეო “Беларуская Свобода”-ს Youtube-ის ოფიციალურ არხზეა განთავსებული. ფირზე აღბეჭდილი უწვერო თოვლის ბაბუა ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საოცრად ჰგავს.
ადრე ბელორუსული “რადიო თავისუფლება” წერდა, რომ ეს თოვლის ბაბუა “ისლამურ სახელმწიფოს” გმობს და რუსული შაშხანითაა შეიარაღებული, რათა მტერი დაუნდობლად გაანადგუროს.