ქურდებმა ბრიტანელი ლორდების ოჯახი გაძარცვეს [Photo/Video]

ბოროტმოქმედებმა Goodwood House-ის მამულში შეაღწიეს და ციხესიმაგრის მფლობელებს 700 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების საგვარეულო ძვირფასეულობა წაართვეს.
სასექსის საგრაფოს პოლიციის ინფორმაციით, ციხესიმაგრე მარჩის გრაფის ოჯახს ეკუთვნის. ინციდენტი 13 იანვარს მოხდა, მაგრამ ინფორმაცია მხოლოდ 27 იანვარს გახმაურდა.
მძარცველებმა ლორდის სახლში დილის 4:30 საათზე ფანჯრიდან შეაღწიეს. მათ გრაფს დაარტყეს და ყური დაუზიანეს, ხოლო ლედი მარჩი აიძულეს, რათა სეიფი გაეხსნა და მათთვის ძვირფასეულობა გადაეცა. ამის შემდეგ, მამულის მფლობელები გაკოჭეს.
ქურდებმა 40 საგანი გაიტანეს, რომელსაც უნიკალური ისტორიული მნიშვნელობა აქვს. კერძოდ, 1820 წელს დამზადებული ტიარა და კარლ II-ის ფავორიტი ქალის – ლუიზა დე კერუალის მონოგრამიანი ბეჭედი დაიკარგა. ასევე, მძარცველებმა სამკაულები, ბეჭდები, სამაჯურები და უძვირფასესი საათები წაიღეს.
დატაცებული ფასეულობების შესახებ აუქციონის სახლებსა და ინტერპოლს ეცნობა.
60 წლის ლორდ ჩარლზ გორდონ-ლენოქსი მეთერთმეტე თაობის მარჩის გრაფის ტიტულს ატარებს. მისმა წინაპარმა ეს ტიტული 1675 წელს მიიღო, ვინაიდან იგი მეფე კარლ II-ის უკანონო შვილი იყო. მამულის ახლანდელი მფლობელი გუდვუდის სიჩქარის ფესტივალის (Goodwood Festival of Speed) დამაარსებელია, რომელშიც მონაწილეობას როგორც უძველესი ავტომანქანები, ასევე თანამედროვე ბოლიდები იღებს.
ფესტივალი ყოველ ზაფხულს Goodwood House-ის მამულის ტერიტორიაზე ტარდება.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28298″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]