ბარბის მწარმოებელმა კომპანიამ თოჯინების 3 ახალი ვერსია გამოუშვა [Photo]
ამერიკულმა კომპანია Mattel Inc.-მა, რომელიც მსოფლიოში ცნობილ თოჯინების აწარმოებს, ბარბის გამოშვება 3 ახალი ვერსიით დაიწყო: მაღალი, დაბალი და მსუქანი, – გვაცნობებს BBC.
ბარბის წარმოებიდან 57 წლის მანძილზე კომპანია არაერთხელ გაუკრიტიკებიათ იმის გამო, რომ პლასმასის ქერა ლამაზმანი მიუღწეველ იდეალს წარმოადგენს და პატარა გოგონებში არასრულფასოვნების კომპლექსს იწვევს.
საზოგადოებრივი აზრის ხანგრძლივი შესწავლის შემდეგ, კომპანიამ განაცხადა, რომ აწი მომხმარებელს მინიატურული თოჯინის, რომელიც “უფროს დასთან” შედარებით მთელი თავით დაბალია და ასევე მსუქანი – თეძოსავსე ბარბის შეძენა შეუძლია.
ბარბის ახალი მოდელების ფასი უცვლელი დარჩება. თოჯინები 9 დოლარად და 99 ცენტად გაიყიდება.
ახალი ბარბი ინტერნეტში გასაყიდად უკვე გამოფინეს, ხოლო დახლებზე იგი 2016 წლის განმავლობაში გამოჩნდება.
როგორც ჟურნალი Time აღნიშნავს, ბაზარზე ბარბის ახალი ვერსიის გამოჩენა თოჯინისთვის დიდ რისკს წარმოადგენს, ვინაიდან იგი მრავალი თაობისთვის “ამერიკული სილამაზის” სიმბოლოდ იქცა. თუმცა გამოცემამ ისიც შეგვახსენა, რომ მსოფლიო ბაზარზე ბარბიზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. ამის მიუხედავად, ბრენდი წელიწადში 1 მილიონ მოგებას იღებს. მართალია, თოჯინა ბარბი 3-დან 12 წლამდე ასკის ამერიკელი გოგონების 92% -ს აქვს და უყვარს, მაგრამ ჟურნალის აზრით, ამერიკული სილამაზის სტანდარტები იცვლება. აქედან გამომდინარე, გამხდარ ლამაზმანებს უკვე კარდაშიანისა და ბიონსესნაირი სრული ფორმების ქალებს ამჯობინებენ.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28355″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]