ლოს-ანჯელესში Grammy-ის გამარჯვებულები გამოავლინეს [Photo/video]
ლოს-ანჯელესში მუსიკალური პრემია Grammy-ის რიგით 58-ე ცერემონია გაიმართა. რეპერმა კენდრიკ ლამარმა ერთბაშად 5 სტატუეტი მიიღო. ინფორმაცია ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის საიტმა გაავრცელა.
რეპერმა კენდრიკ ლამარმა ერთდროულად 5 ნომინაციაში გაიმარჯვა: “საუკეთესო რეპ სიმღერა”, “საუკეთესო რეპ-ალბომი”, “საუკეთესო რეპ შესრულება”, “საუკეთესო ერთობლივი რეპ შესრულება” და “საუკეთესო მუსიკალური ვიდეო”. მუსიკალური პრემიის ისტორიაში Grammy-ის დაჯილდოების დროს ლამარზე მეტი პრემია მხოლოდ მაიკლ ჯექსონმა და კარლოს სანტანამ აიღეს.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ბიონსემ, ადელმა, ლედი გაგამ, ჯასტინ ბიბერმა და სხვა მუსიკოსებმა მიიღეს. სცენაზე რიანაც უნდა გამოსულიყო, მაგრამ მას ხელი მწვავე ბრონქიტმა შეუშალა.
შეგახსენებთ, რომ Grammy — ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდოა. იგი 1958 წელს დაარსდა. Grammy თანამედროვე მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც Oscar-ს უტოლდება.
გრემის გადაცემის ცერემონია ყოველწლიურად ტარდება და 108 კატეგორიაში გადაეცემა, რომელიც 30 მუსიკალური ჟანრის მიხედვითაა დაყოფილი.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”29592″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]