ციხისძირში ხის გადატანის სამუშაოები განახლდა
ციხისძირში ხის გადატანის სამუშაობი განაახლა კომპანია ზიმომ. სანერგე მეურნებაში ამ დროისათვის ხის ბურღვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
კომპანიის წარმოამდგენლის განცხადებით, მათ აქვთ დოკუმენტაცია, რითაც დასტურდება, რომ ხეების გადატანა კანონიერად ხორციელდება. პარალელურად ციხისძირში კარვებში აქციას ნაციონალური მოძრაობის წევრები განაგრძობენ. მათი თქმით კომპანიას სამუშაოების განსახორციელებლად არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენია.
კომპანია ზიმოს წარმომადგენლების განცხადებით, ყველა მსურველს შუძლია ნახოს დოკუმენტები, რის საფუძველზეც მიმდინარეობს სამუშაოები.
რამდენიმე დღის წინ ციხისძირში სამუშაოების დამკვეთი, ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. მაშინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია “ზიმოს” ყველა საბუთი არ ჰქონდა და სამუშოები დროებით შეაჩერეს.