ანკარაში ძლიერი აფეთქება მოხდა: 28 ადამიანი დაიღუპა [Photo/Video]

თურქეთის დედაქალაქში სამხედრო მოსამსხახურეთა საერთო საცხოვრებლის შუქნიშანთან მდგომი ავტობუსი აფეთქდა, რომელშიც 28 ჯარისკაცი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, 28 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაიჭრა.
ძლიერი აფეთქება ქალაქის ცენტრში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისა და გენშტაბის შენობების, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტოს, პარლამენტისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის მახლობლად მოხდა, – იუწყება CNN.
როგორც სააგენტო AP აღნიშნავს, ყაზარმებთან მანქანა აფეთქდა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. აფეთქება ავტობუსის გვერდზე მოხდა, რომელშიც სამხედროები ისხდნენ. ეს იმ დროს მოხდა, როცა ჯარისკაცები შუქნიშნის წითელ სიგნალზე შეჩერდნენ.
პასუხისმგებლობა აფეთქებაზე ქურთისტანის მუშატა პარტიას დაეკისრა, – იუწყება Al Arabyia.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”29681″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]