ჯეიმს აპატურაი: კონფლიქტის მიუხედავად საქართველო ნატოს წევრი გახდება
აზერბაიჯანული სააგენტო “ტრენდი”, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის ჯეიმს აპატურაის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც იგი აღნიშნავს, რომ საქართველო, ტერიტორიული კონფლიქტების მიუხედავად, ნატო-ს წევრი გახდება.
“ასე მიიჩნევს ალიანსის ყველა მოკავშირე,- აცხადებს ჟურნალისტთან აპატურაი.
რომელიც დასძენს, რომ “2008 წლის კონფლიქტი ართულებს ალიანსში ქვეყნის წევრობის საკითხს და, რა თქმა უნდა, ეს ხვალ არა, თუმცა აუცილებლად მოხდება”.
ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ რეფორმები აქვს გასატარებელი, რომლებზეც ქვეყნის ხელისუფლება მუშაობს.
“ჩვენ ახლა ურთიერთობების გაფართოებაზე ვმუშაობთ და ვიმედოვნებთ, რომ კონფლიქტები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით მალე დარეგულირდება. ამჟამად ჩვენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვმუშაობთ და ვამზადებთ საქართველოს ნატო-ს შესაძლო წევრობისათვის”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ სააგენტო “ტრენდთან”.
თავდაცვის მინისტრმა იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.- ინფორმაცია დღეს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
“ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ერთობა, ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ერთობა. წევრ ქვეყნებს თავდაცვისუნარიანობის თავსებადობის კუთხით მაღალი ხარისხი აქვთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან დემოკრატიული სახელმწიფოები. ბუნებრივია, რომ მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო ვერ იქნება უწყება, რომელსაც უყურებენ, აანალიზებენ, მონიტორინგს უწევენ”, – განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ სამი ამოცანა იყო გადასაწყვეტი.
“ყველაზე სასწრაფო იყო, გაგვეწყვიტა უკანონობის ის ჯაჭვი, რომელიც ერთი ადამიანის კანონზე მაღლა დგომას და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველაფერში ჩარევას მოიცავდა. მეორე ამოცანა იყო ინსტიტუციური რეფორმების პაკეტების შემუშავება, სასამართლო რეფორმა. ჩვენი სფერო რომ ავიღოთ, მაგალითად, სამხედრო პოლიცია იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური ძალადობის და ანგარიშსწორების ინსტრუმენტი, ყოველგვარი გადამეტების გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, უნდა შეცვლილიყო და სერიოზული რეფორმები გატარებულიყო, რაც ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს ნამდვილად გაკეთდა. მესამე იყო თავისუფალი აზროვნების პრობლემა… რასაც პროკურორი ეტყოდა მოსამართლეს, ის უნდა დაეწერა განაჩენში, ამიტომ ის აღარ აზროვნებდა. იცოდა, რომ უნდა გადაეკოპირებინა ტექსტი. ჩვენი ამოცანა იყო, ვიდრე რეფორმა დასრულდებოდა, ქაოსი არ ყოფილიყო ქვეყანაში”, – განაცხადა ხიდაშელმა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რეფორმები განხორციელდა, მაგრამ პროცესი ჯერ დასრულებული არ არის და ხელისუფლება ამას არც მალავს.