ხმაური გურჯაანში – გამგეობაში გარემოვაჭრეები მივიდნენ [Photo/Audio]
ხმაურით დაიწყო დილა გურჯაანის გამგეობაში. გარემოვაჭრეები გამგებელს , გივი გერგიძეს დაუპირისპირდნენ. ისინი გარევაჭრობაზე ნებართვას ითხოვენ. მათი განცხადებით, კერძო ბაზარი სადაც მუშაობას სთავაზობენ არასაკმარისი ფართი და მიუღებელი პირობებია.
გურჯაანის გამგეობაში კი განაცხადეს, რომ “გარევაჭრობა კანონით არის აკრძალული, ხოლო ეს პროცესი “ნაციონალური მოძრაობისგან” არის მართული”.
შეგახსენებთ, რომ გარევაჭრობის აკრძალვას გურჯაანში მოავჭრეები უკვე მეორე დღეა აპროტესტებენ.
ისინი ამბობენ, რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მასშტაბურ აქციებს გამართავენ.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”30058″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]