6 ათასიდან 67 მილიარდამდე, – როგორ გამდიდრდა უორენ ბაფეტი
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2016/03/Warren-Buffet.jpg)
უორენ ბაფეტი ინვესტირებაში თერთმეტი წლის ასაკში ჩაერთო. გაზეთების დარიგებაში ნაშოვნი ფულით, სამშობლოში ფერმა შეიძინა. სკოლაში პინბოლის მანქანის აპარატის ბიზნესი ააწყო, წერს გამოცემა Marketwatch
15 წლის ასაკში ბაფეტს უკვე 6 000 დოლარი ჰქონდა.
ფორბსზე დაყრდნობით, ომაჰას ორაკულის ქონება 67 მილიარდს უახლოვდება. 85 წლის ასაკში მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანია, ბილ გეიტსის და კარლოს სლიმის შემდეგ.
30 წლის ასაკში ბაფეტი ერთი მილიონი დოლარის მფლობელი იყო, 56ისა კი მილიარდერად იქცა. იქიდან დღემდე კი მისი ქონების გაძლიერება მშვენიერი ტემპით გაგრძელდა და არც ახლა უჩანს შენელების კვალი.