ოშკის რეაბილიტაციის პროექტს ქართული მხარეც გაეცნობა
ოშკის რეაბილიტაციის დაწყებამდე, აღდგენითი სამუშაოების პროექტს ქართული მხარეც გაეცნობა.
ეს არის მთავარი შეთანხმება, რომლითაც საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაცია ანკარიდან ბრუნდება.
ორი ქვეყნების კულტურის მინისტრების შეხვედრა, რომელსაც საზოგადოება რამდენიმე თვე ელოდა, სხვა გადაწყვეტილებებითაც დასრულდა.
მათ შორისაა ერთობლივი კომისიის შექმნა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე იმუშავებს.