საქართველოს 16-წლამდელებმა თურქეთის ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთის საერთაშორისო ტურნირი მე-3 ადგილზე
დაასრულა.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ქართველებმა ტურნირის ბოლო, მე-3 ადგილისთვის მატჩში თურქეთის ის ნაკრები დაამარცხა, რომელთანაც ჯგუფის პირველ ტურში 47:57 წააგო.

ქართველებმა თურქები საკმაოდ იოლად – 13 ქულის სხვაობით, 53:40 დაამარცხეს. 16 ქულით საუკეთესო ნიკა ყირიმელი გახდა, 14 ქულა დააგროვა ლადო ალავიძემ, ხოლო საერთო სარგებლიანობით საუკეთესო გოგა ბითაძე გახდა, რომელმაც 10 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა.

ფინალურ მატჩში რუმინეთმა ბულგარეთს მოუგო. ქართველები საქართველოში კვირას დაბრუნდნენ. ნაკრების წევრი 12-ვე წევრი თბილისში მიმდინარე „სასკი ბასკონიას“ კემპში ჩაერთვება.

მსგავსი პოსტები

Back to top button