მზად ვარ უკან დავიხიო – გიორგი გაფრინდაშვილი
უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვარ უკან დავიხიო – განუცხადა ჟურნალისტებს თსუ-ს კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას, თსუ-ს რექტორს ლადო პაპავას აკისრებს.
„მე უკან ვიხევ, მაგრამ უკან ვიხევ მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ყოველთვის ვიქნები უნივერსიტეტის გვერდით და ბრძოლას გავაგრძელებ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჩემს გვერდით არიან. ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ჩემს გვერდით, მაგრამ დღეს უნივერსიტეტში არის უმართავი მდგომარეობა, რაღაც ნაწილს თუ მაინც ეს პრობლემა მოაგვარებს, რომელსაც ვითომდა ბრალდებები ჰქვია, მე ამაზე მზად ვარ ამისთვის“. – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.