ტერაქტი ნიგერიაში – თავდასხმა მეჩეთზე და 22 დაღუპული
ნიგერიის ქალაქ უმარარში ორმა თავდამსხმელმა მეჩეთში თავი აიფეთქა. ოფიციალური ცნობებით მოკლულია 22 მლოცველი.
სახელმწიფო სასწრაფო დახმარების საგენტოს წარმომადგენლის, აბდულ მუჰამედის ცნობით, აფეთქების შედეგად კიდევ 17 ადამიანი დაიჭრა.
ბოლო ინფორმაციით, ტერორისტები ქალები იყვნენ, ერთმა მათგანმა თავი მეჩეთში აიფეთქა, მეორემ კი მეჩეთს გარეთ.
სამლოცველო ნიგერიის ჯარებისა და ბოკო ჰარამის საბძოლო ზონაში მდებარეობს.
ალ ჯაზირას ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტები ბოკო ჰარამს წარმოადგენდნენ. თუმცა პასუხისმგებლობა აღნიშნულ დაჯგუფებას ჯერ არ აუღია.
უმარარი ნიგერიის მაიდაგურის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ტერორისტული დაჯგუფება, ბოკო ჰარამი იღებს საფუძველს. დაჯგუფება 2002 წელს მუჰამედ იუსუფის მიერ დაარსდა. დღეს კი მისი ლიდერი ნიგერიელი აბუბაკრ შეკაუა. ბოკო ჰარამი 2014 წელს ლებანის ისლამური სახელმწიფოს განშტოებად იქცა. შეკაუ კი დასავლეთ აფრიკის ემირის წოდებით სარგებლობს. შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ცნობით, ბოკო ჰარამი მსოფლიო მაშტაბით ძალადობის მხრივ ყველაზე საშიში დაჯგუფებაა.
მათ მიერ განხორციელებულ ტერაქტს 20 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბოკო ჰარამის სისხლიანი კამპანია 2009 წლიდან იწყება.
წყარო