ხმაური პარლამენტში ქორწინების განსაზღვრებასთან დაკავშირებით

81 – არც ერთის წინააღმდეგ. პარლამენტმა დაამტკიცა დადგენილების პროექტი საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას ქორწინების განსაზღვრებასთან დაკავშირებით.

პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში გაკეთდა ხმაურიანი განცხადებები. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები. უმცირესობამ მმართველი გუნდი დაადანაშაულა ამ საკითხით პოლიტიკურ სპეკულაციაში.

როგორც ცნობილია, დადგენილების პროექტის ხელმომწერი არ არის ნაციონალური მოძრაობა და არც ფრაქცია რესპუბლიკელები.

ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვა გააპროტესტა “იდენტობამ”.

მსგავსი პოსტები

Back to top button