მემანქანეები მუშაობის შეჩერებით იმუქრებიან

მეტროპოლიტენის მემანქანეები თბილისის მერიას და სატრანსპორტო კომპანიას 2-კვირიან ვადას აძლევენ, ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ კი მუშაობის შეჩერებით იმუქრებიან.

მოლაპარაკებების მიმდინარეობის მიუხედავად ამ დრომდე მემანქანეების არცერთი მოთხოვნა შესრულებული არ არის. ისინი ხელფასების მატებას, ღამის საათებში განსხვავებულ ანაზღაურებას და დამსახურების მიხედვით სახელფასო დანამატებს ითხოვენ.

სატრანსპორტო კომპანია მოთხოვნების შესრულებაში მერიის ჩართულობას ითხოვს, მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესში უკვე ჩაერთო ჯანდაცვის სამინისტროც.

მსგავსი პოსტები

Back to top button