ბელგიის საკალათბურთო ნაკრების ექს-წევრი ტერაქტის ეპიცენტრში მოხვდა [Photo]

ბრიუსელის აეროპორტ ზავენტემში გუშინ მომხდარი ტერაქტების შედეგად დაზარალებულთა შორის ბელგიის საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი სებასტიენ ბელინიც აღმოჩნდა. 37 წლის სპორტსმენი ფეხში დაიჭრა, ოპერაცია გადაიტანა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
საინტერესოა, რომ ბელინი ჯერაც აგრძელებს კარიერას და ბელგიის მე-2 დივიზიონში თამაშობს, აეროპორტში კი “ანტვერპენის” თანამშრომლის რანგში იმყოფებოდა. ეს ბელგიური კლუბი ფიბა-ევროპის თასზე იტალიურ “ვარეზესთან” გასვლითი თამაშის ჩასატარებლად მიეგმგზავრებოდა, თუმცა, თავად კალათბურთელები მოვლენათა ეპიცენტრში არ მოხვედრილან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარ აფეთქებებს 34 ადამიანი ემსხვერპლა, 170-მდე ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31893″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]