საკუთარ შვილს რომ დამსგავსებოდა, ბრიტანელმა ქალმა $58 000 დახარჯა [Photo/Video]

57 წლის დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ, ჯენეტ ჰოროქსმა, 35 წლის შვილს რომ დამსგავსებოდა, 58 ათასი დოლარი დახარჯა. ქალი არაეთხელ დაწვა საოპერაციო მაგიდაზე და მან აგრეთვე მრავალრიცხოვანი კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარა, – გვაცნობებს The Daily Mail.
კერძოდ, ჯენეტმა მკერდი ორჯერ გაიდიდა, სახის კანი დაიჭიმა, ცხვირი გაისწორა და კბილების ვინირება ჩაიტარა. მან კოსმეტიკურ პროცედურათა გრძელ სიას კიდევ ბოტოქსის ინექციები, პერმანენტული მაკიაჟი და თმის შეღებვა დაუმატა. ქალმა იმასაც მიაღწია, რომ საკუთარი წონა შვილისას გაუტოლა.
“ჩემი ერთადერთი მიზანი ის არის, რომ ჯეინს დავემსგავსო. მან თავისი გარეგნობა მემკვიდრეობით ჩემგან მიიღო და არ მინდა, რომ მას ჩამოვრჩე”, – განაცხადა ჯენეტმა.
თავის მხრივ, ჯენეტის ქალიშვილი შიშობს, რომ მისი დედა ერთ მშვენიერ დღეს მასზე ახალგაზრდულ იერს მიიღებს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31931″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]