ავარიას 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა ახმეტაში
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
თვითმხილველების განცხადებით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ავარიის დროს ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.