26-27 მარტს გუდაურში 2016 წლის საქართველოს თასის ფინალური ეტაპი გაიმართება
საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გენერალური სპონსორი კომპანია”სილქნეტისა“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით, 26 და 27 მარტს გუდაურში 2016 წლის საქართველოს თასის მეხუთე, ფინალურ ეტაპს (სლალომი და გიგანტური სლალომი) ჩაატარებს.
შეჯიბრებაში ტრადიციულად მონაწილეობას მიიღებს მესტიის,ბაკურიანის, აჭარისა, გუდაურის, თბილისის წმინდა გიორგის სახელობის სკოლების სამოცამდე ქართველი მოთხილამურე და ასევე ორი ფერეიდნელი ქართველი გოგონა.
სპორტსმენი გოგონები და ვაჟები, როგორც ყოველთვის, სამ ასაკობრივ ჯგუფში განაწილდებიან:
ბავშვები I, დაბადების წელი 2002-2003
ბავშვები II, დაბადების წელი 2000-2001
მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 1999 და უფროსი.
შეჯიბრების დასასრულს სპორტსმენები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.