ბედის ირონია ანუ ღმერთმა შეგარგოთ! [Photo/Video]
ბრიტანელმა ალექს კევიელმა თავი ბარსელონაში მას შემდეგ ამოყო, რაც მეგობართან ერთად დალევა გადაწყვიტა, – იუწყება Metro.
21 წლის კაცის გეგმებში ესექსის სამეფოს ერთ-ერთ ბარში რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლური სასმელის დალევა შედიოდა, მაგრამ განგებამ სხვაგვარად ინება. საკმაოდ შეზარხოშებული ბრიტანელი მეგობართან ერთად მშობლიურ ქალაქში დაიკარგა და ავტობუსის გაჩერებაზე აღმოჩნდა, საიდანაც ტრანსპორტი აეროპორტის მიმართულებით მიდიოდა. მაშინ ალექსმა გადაწყვიტა, რომ სადმე გაფენა ურიგო არ იქნებოდა.
ახალგაზრდა კაცმა ფრენა საინტერესო სიზმრად აღიქვა და ძალიან გაუკვირდა, როცა თავი სხვა ქვეყანაში ამოყო. იგი ბარსელონაში ჩაფრენისთანავე ამერიკელ ტურისტებს დაუმეგობრდა და ქალაქში მცირე ექსკურსია მოაწყო.
“საერთოდ, როცა მთვრალი ხარ, არაფერი გაღელვებს, მაგრამ როცა გამოვფხიზლდი, შედეგი მაშინ გავაცნობიერე. სახლში დავრეკე და მამამ მითხრა, რომ სასაცილო ამბავი შემმთხვევია. მან უსაფრთხო ადგილას დარჩენა და ცხოვრებით დატკბობა მირჩია, რაც პირნათლად შევასრულე”, – აცხადებს ალექსი.
გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ამტკიცებს, რომ მომჭირნედ ცხოვრობს, ალკოჰოლურ სასმელს ძალიან არ ეტანება და ბოლო ქეიფი მას, სულ რაღაც, 1000 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32259″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]