ლარი 5 თეთრით გამყარდა

ერთკვირიანი გაუფასურების შემდეგ, ლარის გაცვლითი კურსის პოზიცია უმჯობესდება.

ამერიკულ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 5 თეთრით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი კურსით, ერთი დოლარი დღეს 2 ლარი და 31 თეთრი ეღირება.

4 თეთრით გამყარდა ლარის კურსი ევროსთან მიმართებითაც. ერთი ევროს ფასი დღეს ორი ლარი და 63 თეთრი იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button