უბედურ შემთხვევას კახეთში ახალგაზრდა ემსხვერპლა

სოფელ ველისციხეში 33 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი ელ-ენერგია გახდა.
გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, მამაკაცი ტრანსფორმატორზე შესაკეთებლად ავიდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და დაიღუპა. შემთხვევა ღვინის კომპანიაში მოხდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მოკვლევას გურჯაანის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.