“არჩევნები დანიშნულია 8 ოქტომბერს,ცვლილებები არ განხილულა”

2016 საპარალმენტო არჩევნები დანიშნულია 8 ოქტომბერს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში საგანგებო ბრიფინგზე დღეს განახცადა.
“2016 საპარალმენტო არჩევნები დანიშნულია 8 ოქტომბერს. კონტრასიგნაციისთვის შესაბამისი დოკუმენტები გადაეგზავნება პრემიერს ხვალ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ისაუბრა პრემიერთან დღევანდელი შეხვედრის შესახებაც.
“დღეს პრემიერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელბთან მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა. მიმოვიხილეთ რეგიონში არსებულ ვითარება და კოორდინირებული მუშაობა,როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ რეგიონისა და საქართველოს სასიკეთოდ”,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
სამთავრობო ცვლილებები ან საკადრო თემები დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა – დასძინა პრეზიდენტმა.
დღეს სააგენტო “ფრონტნიუსი” ავრცელებდა ექსკლუზიურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თანამდებობებს დატოვებდნენ თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დატოვებენ.
“მათი შემცვლელების ვინაობა უკვე ცნობილია, თინა ხიდაშელს ირაკლი სესაიშვილი შეცვლის, გიგლა აგულაშვილს – ნინო სულხანიშვილი, თამარ სანიკიძეს – მაია მიმინოშვილი, პაატა ზაქარეიშვილის პოსტზე კი მოვალეობის შემსრულებლად მისი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დარჩება.” – წერდა “ფრონტნიუსი”.