“ნაციონალებმა” და “მემარჯვენეებმა” თელავის საკრებულოში ფრაქცია შექმნეს

ქალაქ თელვის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პირველი ოპოზიციური ფრაქცია “ძლიერი თელავი” დაარეგისტრირა. ფრაქციის თავმჯდომარის თანმდებობა „ახალი მემარჯვენეებიდან“ თელავის საკრებულოს წევრმა ნიკა ვარდოშვილმა დაიკავა.

ფრაქციის შემდგენლობაში, ვარდოშვილის გარდა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ლევან არჯევანიძე და ბაადურ რევაზიშვილიც შევიდნენ.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები 2014 წლიდან ითხოვდნენ ოპოზიციური ფრაქციის შექმნას, რომელზეც წარმომადგენლობითმა ორგანომ უარი უთხრა.

ქალაქ თელავის საკრებულოში ამ დრომდე მხოლოდ ერთი ფრაქცია “ქართული ოცნება” ფუნქციონირებდა.

წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button