რუსეთში მღვდელმა ბიზნესმენი პარკირების ადგილის გამო გალახა [Video]

ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც მღვდელი ადამიანს ულმობლად სცემს. სკანდალი ნოვოსიბირსკის ცენტრში მოხდა.

ყოფილი მღვდლის – მამა თეოდოსიუსის ინფორმაციით, მის ძმას ბიზნესმენი სახრახნისით თავს დაესხა და მამაო იძულებული გახდა, რომ ნათესავი დაეცვა.

ექს-იღუმენის ინფორმაციით, იგი ძმასთან ერთად ავტომობილ Toyota-ში იმყოფებოდა და ნარკომანთა სარეაბილიტაციო ცენტრში მიემგზავრებოდა, რომელიც უნდა ეკურთხებინა. უცებ მანქანა გაფუჭდა და გზის პირას გაჩერდა, რითაც Volkswagen-ის მფლობელ ბიზნესმენს გზა გადაუკეტა. ინციდენტის შედეგად, ურთიერთშეურაცხყოფა შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და მღვდელი ბიზნესმენს ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც ადგილობრივმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, 2011 წელს მამა თეოდოსიუსი ბერების წესის დარღვევის გამო საეკლესიო მსჯავრდების ქვეშ მოჰყვა. იგი მონასტერს სისტემატურად და დაუკითხავად ტოვებდა, საიუველირო ნაკეთობებს ჰყიდდა, ადგილობრივი დეპუტატის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა და მრევლს საეკლესიო განხეთქილებისკენ მოუწოდებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button