მიწისძვრები ეკვადორში – დაღუპულთა რიცხვი 235-ს აღწევს [ფოტო]

კატასტროფული მიწისძვრა მოხდა ეკვადორში. 7.8 მაგნიტუდის კატაკლიზმას, უახლესი მონაცემებით, 235 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნაციონალური სასწრაფო დახმარების ოფისის ცნობით, მინიმუმ 1 500 ადამიანია დაშავებული.

ქვეყნის ვიცე პრეზიდენტის, ხორხე გლასის თქმით, გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლებელია კიდევ გაიზარდოს.

ეს მიწისძვრა 1979 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი იყო. სტიქიამ ქვეყანა მნიშვნელოვნად დააზარალა, არსებობს ცუნამის საფრთხე.

ეკვადორში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

წყარო

160417112622-01-ecuador-quake-0417-exlarge-169160417112811-07-ecuador-quake-0417---restricted-exlarge-169160417001404-05-ecuador-earthquake-0416-exlarge-169160417112725-05-ecuador-quake-0417-exlarge-169160417112638-02-ecuador-quake-0417-exlarge-169

 

მსგავსი პოსტები

Back to top button