სპორტსმენები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

მკლავჭიდელების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. სპორტსმენები პრემიერთან და მთავრობის წევრებთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი განცხადებით, ფედერაციას სპორტის სამინისტრომ სოსო ჯაჭვლიანთან დაპირისპირების გამო დაფინანსება შეუწყვიტა და დაფინანსების აღდგენას მანამდე არ აპირებს, სანამ ფედერაცია პრეზიდენტთან ურთიერთობას არ მოაგვარებს.

მკლავჭიდელები სპორტის სამინისტროში მისვლას გეგმავენ. სპორტსმენების მთავარ მოთხოვნად ასევე რჩება ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან სოსო ჯაჭვლიანის გადაყენება.

მსგავსი პოსტები

Back to top button