სოციალურ აგენტს უფლება ექნება ძალადობის შემთხვევაში ოჯახს ბავშვი ჩამოართვას

ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, შესაძლოა სოციალურ აგენტს უფლება მიენიჭოს ოჯახს მცირეწლოვანი ჩამოართვას.

ამ და სხვა სიახლეებს ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არის მომზადებული. კანონპროექტს დღეს დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ.

მოქმედი კანონმდებლობით, სოციალურ აგენტს ოჯახისთვის ბავშვის ჩამორთმევის უფლება არ აქვს.

ახალი კანონპროექტი მიუსაფარი ბავშვების აღრიცხვას და საერთო ბაზის შექმნასაც ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button