ვის დარჩება ბოტანიკური ბაღის სადაო ნაწილი [Audio]

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის გასხვისება და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პროექტი არის ის მთავარი თემა, რაზეც მწვავე განცხადებები გაკეთა საკრებულოს სხდომაზე.  ოპოზიციის დეპუტატები ითხოვენ ახსნა-განმარტებებს – რატომ გაიცვალა ბაღის გარკვეული ტერიტორია და რატომ შევიდა კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობის პროექტში ცვლილებები.  საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროცესი კანონის შესაბამისად მიმდინარეობს. სხდომას ესწრება მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე.

აუდიომასალა საკრებულოს სხდომიდან ►

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის გასხვისების შესახებ კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს თავმჯოდმარე გიორგი ალიაბეგაშვილმა

გიორგი ალიბეგაშვილის ხმა ►

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, მიზანმიმართულ კამპანიას ნუ აჰყვებიან, რათა ბოტანიკური ბაღის ინტერესი და განვითარების პერსპექტივა არ დაზარალდეს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ლექვინაძის ხმა ►

ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით,  “ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციებს 3 მაისამდე წყვეტს.  სწორედ ამ დღეს დასრულდება აუქციონი ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარი ტერიტორიის გასხვისებასთან  დაკავშირებით, რომელზეც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზა უნდა გაკეთებულიყო.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, იმ შემთხევაში თუ აუქციონი არ შეჩერდება და ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს გადაეცემა, დაიწყება მწვავე საპროტესტო აქციები.  ასევე, ოპოზიციის მთავრი მოთხოვნაა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია დარჩეს ძველ საზღვრებში და ბაღს დაუბრუნდეს გაცვლილი 4 ჰექტარი მიწის ფართობი.
”ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა სცადეს მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე მერიის საპარკინგო ტერიტორიაზე არ შეეშვათ.

მოუსმინეთ ნიკა მელიას და ირაკლი აბესაძის ხმას ►

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის გასხვისების საკითხზე მწვავე განცხადებები გაკეთდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.  რა პრეტენზიები აქვს საპარლამენტო უმცირესობას და რას აცხადებენ მმართველ გუნდში?

მოუსმინეთ დეპუტატთა კომენტარებს ►

მსგავსი პოსტები

Back to top button