მოქალაქეები ამბობენ რომ გამგეობამ გაფუჭებული ქათმები დაარიგა [Audio]

სააღდგომოდ დარიგებული გაფუჭებული ქათმები? ისნის რაიონის გამგეობას ფონიჭალაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები ედავებიან.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, მუნიციპალიტეტისგან დარიგებულ ქათმებს, განსხვავებული შეფერილობა და სუნი ჰქონდა, რის გამოც მათ საჩუქრად დარიგებული ქათმები ვერ გამოიყენეს და უკან დააბრუნეს.

მომხდართან დაკავშირებით ისნის რაიონის გამგეობაში კომენტარი არ გაუკეთებიათ, როგორც გამგეობაში თქვეს, ისინი ბრალდებებს დღის განმავლობაში უპასუხებენ.

წყარო 

მსგავსი პოსტები

Back to top button