მასმედია: მომღერალი Prince შიდსით იყო დაავადებული [Video]

ამერიკული ტაბლოიდი National Enquirer წერს, რომ მომღერალი Prince (პრინს როჯერს ნელსონი), რომელიც გასულ კვირას გარდაიცვალა, შიდსით იყო დაავადებული.
გაზეთ Daily Mail-ის ინფორმაციით, მომღერალს შიდსის დიაგნოზი 90-იან წლებში დაუსვეს.
Prince რელიგიური ორგანიზაციის – “იეჰოვას მოწმეების” წევრი იყო, ამიტომ მან მკურნალობაზე უარი განაცხადა, ვინაიდან სჯეროდა, რომ სნეულება ლოცვებით განიკურნებოდა.
გამოცემის თანახმად, Prince ბოლო დროს ძალიან ცუდად გამოიყურებოდა – სუსტი და დეზორიენტირებული იყო, იშვიათად ჭამდა და სვამდა. ხშირად საკვები საერთოდ არ ერგებოდა.
აგრეთვე მუსიკოსი ბოლო თვეებში ტკივილებით იტანჯებოდა, ამიტომ იგი ძლიერმოქმედ ოპიოდურ პრეპარატებს რეგულარულად მოიხმარდა.
Prince-თან დაახლოებული წყაროს ცნობით, მუსიკოსის სიკვდილის მიზეზი გრიპი გახდა. დაუძლურებულმა ორგანიზმმა ვირუსს ვერ გაუძლო, ვინაიდან შიდსმა მისი იმუნური სისტემა მთლიანად გაანადგურა.
შეგახსენებთ, რომ Prince 2016 წლის 21 აპრილს საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.