ნასაგურის მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება

ლილოს ბაზრობის შემოვლითი გზის სავალალო მდგომარეობას აპროტესტებს სოფელ ნასაგურის მოსახლეობა. როგორც რადიო თბილისს ადგილობრივებმა განუცხადეს, თბილისის მერიას გზის შეკეთების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, მაგრამ ამ დრომდე მათ არავინ გამოხმაურებიათ.
ადგილობრივები აცხადებენ რომ მათ სოფელში მიმავალი გზა დედაქალაქის ტერიტორიულ ერთეულს არ მიეკუთვნება და ის გარდაბნის მუნიცილიტეტის საზღვრებშია.
მოსახლეობის თქმით, საპირისპიროს აცხადებენ გარდაბნის მუნიცილიტეტის გამგეობაში, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება თბილისის მერიას ევალება.
ადგილობრივებმა რადიო თბილისს ფოტომასალაც მიაწოედეს. მათი თქმით, ახალი ხიდთან მისასვლელი გზა, რომელიც 2015 წელს დასრულდა მთლიანად ამორტიზებულია, სწორედ ეს გზა უკავშირდება სოფელ ნასაგურს.ისინი რადიო თბილისთან აცხადებენ, რომ თუ შესაბამისი სამსახურები დროულ რეაგირებას არ მოახდენენ საპროტესტო აქციას გამართავენ.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34987″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1462964383281″]