გიორგი კვირიკაშვილი პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარედ აირჩიეს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აირჩიეს. გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ რიგით მეოთხე ყრილობაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წარადგინა.

გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას პარტიის ყველა დელეგატმა დაუჭირა მხარი.

”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიიდან წავიდა.

აქამდე პარტიას მხოლოდ ერთი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ჰყავდა. რაც შეეხება ასევე ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს, მას პრემიერ-მინისტრობისას პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button