პანკისის ხეობის მხარდამჭერი პროექტები

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და დაფინანსებით, პანკისის ხეობის მხარდამჭერი პროგრამები ხორციელდება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის პროფესიულ გადამზადებას, მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სხვადასხვა სერვისის ხელმისაწვდომობას ისახავს მიზნად.

პროექტების მიმდინარეობას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები პანკისის ხეობაში, ჟურნალისტებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ.

სახელმწიფოს მეთაურის სარეზერვო ფონდიდან პანკისის ხეობაში 10-მდე პროექტი ფინანსდება. ისინი ამბობენ, რომ სპეციალური პროგრამები ადგილობრივების მოთხოვნების გათვალისწინებით შედგა. მათ შორის არის როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე სოფლის მეურნეობისა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებისთვის აუცილებელი სასწავლო კურსები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ფონდი ხეობაში პროგრამებს მომავალშიც გააგრძელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button