ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ეროვნული გუნდი 24 მაისს შეკრებაზე ავსტრიაში გაემგზავრება და ლინცთან ახლოს დაბინავდება. 27 მაისს საქართველოს ნაკრები ქალაქ ველსში სლოვაკეთს გაეჯიბრება, 3 ივნისს ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებთან ჩაატარებს ამხანაგურ მატჩს, 7 ივნისს კი მადრიდში ესპანეთს შეხვდება.
ვაისმა ნაკრებში სამ ახალწვეული გამოიძახა. ჩეხური „ტეპლიცეს” მცველი, აშშ-ში დაბადებული ქართველი, ზურაბ ცისკარიძე პირველად მოირგებს ეროვნული გუნდის მაისურს. პირველად გამოიძახეს თბილისის „დინამოს” ნახევარმცველებიც – ჯაბა ჯიღაური და ვახტანგ ჭანტურიშვილი.
ინფორმაციის წყარო