ჟურნალისტი ამბობს, რომ განსხვავებული აზრის გამო მაუწყებლისგან იდევნება

13254519_1144604662226253_8323159032164411710_n“საზოგადაოებრივი მაუწყებლის” კორესპონდენტი კახეთის რეგიონში რომან ქევხიშვილი ამბობს, რომ მას მაუწებელმა სამსახურებრივი საყვედური გამოუცხადა, რასაც არ ეთანხმება.

ქევხიშვილის თქმით, საყვედური, არის მისი როგორც განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტის დევნა.

“საზოგადაოებრივი მაუწყებლის” მიერ გამოცხადებული საყვედური, არის ჩემი, როგორც განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტის დევნა. რადგან მე სამსახურებრივად, 4 წლის განმავლობაში არცერთი გადაცდომა არ მქონია. ტელევიზიის ხელმძღვანელობაში მოსული “ქართული ოცნების” აქტივი ცდილობს ჩემ პირად სივრცეში შემოჭრას და ამ ფორმით დისკრედიტაციას. 18 მაისს გამოცხადებული საყვედური გასაჩივრდება და გაივლის ყველა სამართლებრივ ინსტანციას“, – ამბობს რომან ქევხიშვილი.

13256475_1142305329122853_5213637458477957876_nსაზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს რომან ქევხიშვილს ფეისბუქზე დაწერილი სტატუსის გამო საყვედური ერთი კვირის წინ გამოუცხადეს.

ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში 21 მარტს ლალი მოროშკინას მიერ ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუს შესახებ დაწერა. სტატუსი შეიცავდა მოროშკინას მისამართით უცენზურო გამონათქვამებს.

ამ საკითხვთან დაკავშირებით 28 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ფუტკარაძემ მედიაჩექერს უთხრა: „ჩვენ ვცდილობთ, წესად დავამკვიდროთ, რომ ჟურნალისტებმა საჯარო სივრცეში არ უნდა ჩაიდინონ ქმედება, რომელიც ჩრდილს აყენებს მაუწყებლის რეპუტაციას და შეურაცხყოფს ადამიანებს“.

მსგავსი პოსტები

Back to top button