თუშეთში მწყემსი ხევში გადავარდა [ვიდეო]

კახეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების და თბილისის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, თუშეთში მწყემსი გადაარჩინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, თუშეთში, სოფელ შავწყალაში, ადგილობრივი მწყემსი ღრმა ხევში ჩავარდა და დახმარებას საჭიროებდა.
შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა სამაშველო ჯგუფი. ღონისძიებაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. მაშველებმა მწყემსი იპოვეს და ხევიდან ამოყვანეს.
მამაკაცს ხევში ჩავარდნის დროს მცირე ტრავმები ჰქონდა მიღებული. იგი ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს და საავადმყოფოში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.