ინდოეთში ხანძარს 20 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ინდოეთში მაჰარაშტრას შტატში სამხედრო საწყობში გაჩენილ ხანძარს 20 ჯარისკაცი ემსხვერპლა. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

ცეცხლის გაჩენის შედეგად საწყობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ახლომდებარე სოფლებიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.

ინდოეთის სამხედრო საწყობებში ხანძარი არაერთხელ გაჩენილა. 2010 წელს ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში, საბრძოლო აღჭურვილობის უმსხვილეს საწყობს გაუჩნდა ცეცხლი, რასაც რამდენიმე აფეთქება მოჰყვა. 2007 წელს კი ანანტნაგის საწყობზე ხანძრის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button