ლიტვაში ყველაზე სწრაფი პატარა გამოავლინეს

ლიტვაში ყველაზე სწრაფი პატარა გამოავლინეს. ბავშვების ხოხვის ტრადიციულ ჩემპიონატში 10 თვის კამილისმა გაიმარჯვა.
5 მეტრიანი დისტანციის გასავლელად მას მხოლოდ 11 წამი დასჭირდა, წარმატების მიღწევაში კი გასაღებები დაეხმარა, რომლებიც ფინიშთან ხაზთან მდგომ დედას ეჭირა.
ფინალში სულ 25 პატარა მონაწილეობდა, მანამდე კი მათ ყოველწლიური შეჯიბრების 5 ეტაპი გაიარეს.
ბავშვების ხოხვის ჩემპიონატი ლიტვაში უკვე 17-ედ ჩატარდა.