სტამბულის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა [Photo/video]

სტამბულის ცენტრში, ტურისტებში პოპულარულ ბაიაზითის კვატრალში, ავტობუსის გაჩერებასთან პოლიციელებით სავსე ავტობუსი აფეთქდა, – იუწყება CNN Turk.

სტამბულის ტერაქტის დროს 11 ადამიანი დაიღუპა და 36 მძიმედ დაიჭრა. ინციდენტის ადგილზე პოლიცია და მედიკოსები მუშაობენ. სამართალდამცველების ვარაუდით, ბომბი დისტანციური მართვის საშუალებით აფეთქდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება დილის პიკის საათის დროს მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს თურქეთში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლებამ ტერქტების კვალიფიკაცია მიანიჭა. კერძოდ, 12 მაისს სტამბულის სამხედრო ბაზასთან ავტომობილი აფეთქდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ქალაქ დიარბაქირში კი აფეთქებების მთელი სერია დაფიქსირდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ტერაქტების ორგანიზატორები დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მეომრები იყვნენ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”36220″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button