ქართული მხარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ქართული მხარე ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

განცხადება თეა წულუკიანმა გააკეთა. მინისტრი ამბობს, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში იდავებს ფარცხალაძის ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას ეხება.

წულუკიანი თვლის, რომ სასამართლო მხოლოდ მერაბიშვილის მონათხრობს დაეყრდნო. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თბილისში აქცენტი კეთდება, ეხება წინასწარ პატიმრობას,

თეა წულუკიანის განცხადებით, ვანო მერაბიშცილის პატიმრობა სტრასბურგის სასამართლომ კანონიერად ცნო.

მსგავსი პოსტები

Back to top button