“სიდამ”და “ქეა საერთაშირისო კავკასიაში” მემორანდუმი გააფორმეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა “სიდამ” და “ქეა საერთაშირისო კავკასიაში” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ორივე არასამთავრობო ორგანიზაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საგრანტო კონკურსს ატარებს. ისინი კონკრეტულ პროექტებს დააფინანსებენ.

მაგალითად “სიდა” ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფლებში: ჰერეთისკარში და 13530678_1189782191032574_659304644_nფონაში სოციალურ-ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს, „ქეა საერთაშირისო კავკასიაში“ კი პროექტებს მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

როგორც რადიო “ჰერეთს FM 102.8” “სიდას” აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა განუცხადა, საუბარია მცირე ტიპის გრანტებზე, რომლის ბიუჯეტიც შესაძლოა იყოს 2500 ლარი.

13535738_1189782047699255_999103493_n“ქეა საერთაშირისო კავკასიაში” პროექტის მენეჯერის ჯუბა მარუაშვილის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში ადგილზე გამოვლენილი ეკონომიკური ინიციატივების ერთობლივი მხარდაჭერა მოხდება. მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button