„იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნანა ლეჟავა დაინიშნა

ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად ჟურნალისტი ნანა ლეჟავა დაინიშნა. ის „ტელეიმედის“ საინფორმაციო სამსახურს მაია თაბაგარის ნაცვლად უხელმძღვანელებს.

აღნიშნული ინფორმაცია თავად ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებიდან გახდა ცნობილი.

საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა მოგვიანებით განცხადებაც გაავრცელეს:

“ქრონიკის” თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ ყოვლად მიუღებელია არსებულ ვითარებაში, წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება და არ არსებობს რაიმე ობიექტური მიზეზი ასეთი რადიკალური ზომის მისაღებად. მიგვაჩნია, რომ საკადრო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში ეჭვქვეშ დააყენებს არხის და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობას და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ტელეკომპანია “იმედში” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button