ვენესუელელი ქალები საკვების მოსაპოვებლად კოლუმბიაში შეიჭრნენ [Photo/Video]

ვენესუელის მკვიდრმა ქალებმა კოლუმბიაში შეღწევა მოახერხეს, რათა საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტები ეყიდათ, რომელიც მათ ქვეყანაში ამჟამად მწვავე დეფიციტშია, – გვაცნობებს გამოცემა La Opinion.
ვენესუელის ნაციონალურმა გვარდიამ ვენესუელის შტატ ტაჩირას 500 მკვიდრის შეჩერება სცადა, მაგრამ ქალებმა კორდონის გარღვევა მაინც მოახერხეს.
ქალებმა ვენესუელის მაღაზიებში ზეთი, ფქვილი, ტუალეტის ქაღალდი და სხვა პირველადი მოხმარების საქონელი იყიდეს, სამშობლოში დაბრუნებისას კი ნაციონალური ჰიმნი იმღერეს.
“საზღვრის გადაკვეთა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ სახლში საკვები არ გვაქვს და ჩვენი შვილები შიმშილობენ”, – განაცხადა ერთ-ერთმა ქალმა.
როგორც უკვე ცნობილი გახდა, ივნისის დასაწყისში ვენესუელის დედაქალაქ კარაკასის ქუჩებში, შეძახილებით – “ჩვენ საჭმელი გვინდა!”, ასობით პროტესტანტი გამოვიდა. ნაციონალური გვარდიის ჯარებმა და პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. მოგვიანებით სამართალდამცველებმა 400 ადამიანი დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ ვენესუელაში ეკონომიკურ კრიზისს მაღალი ინფლაცია ახლავს. ქვეყანა სურსათის, განსაკუთრებით რძისა და ფქვილი მწვავე დეფიციტს განიცდის. იანვრიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”37863″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]