დიდი ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი გახდება

დიდი ბრიტანეთის შემდეგი პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი გახდება. მისმა ერთადერთმა კონკურენტმა ანდრეა ლიდსონმა კანდიდატურა მოხსნა.
ტელეკომპანია BBC-ს ინფორმაციით, დევიდ კემერონი ძალაუფლებას მომავალ პრემიერს რამდენიმე დღეში გადასცემს.
59 წლის ტერეზა მეი 2010 წლიდან, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებს.
დევიდ ქემერონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 13 ივლისს დატოვებს