მოსამართლის 65 ვაკანტური ადგილიდან მხოლოდ 44 შეივსო

მოსამართლის 65 ვაკანტური ადგილიდან, საბოლოოდ მხოლოდ 44 შეივსო. 21 ადგილი კი კვლავ თავისუფალია.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადის წარდგენა ისევ შეუძლიათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც გუშინ ვერ მიიღეს საკმარისი ხმები.
მათ შორის არიან რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე თამაზ ურთმელიძე და გირგვლიანის საქმის მოსამართლე გიორგი ჩემია. უკვე არჩეული კანდიდატები სამოსამართლეო საქმიანობას 25 ივლისიდან შეუდგებიან.

დარჩენილ 21 ადგილზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო განაცხადების მიღებას უახლოეს დღეებში დაიწყებს. დამტკიცებული 44 კანდიდატიდან 21 მოქმედი მოსამართლეა და მათ ვადა გაუგრძელდათ.

14 ყოფილი მოსამართლეა, დანარჩენი 9 კი პირველად შეუდგება სამოსამართლო საქმიანობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button