მარმარისში ერდოღანის სასტურმროზე მეამბოხეების მიერ მიტანილი იერიშის კადრები გავრცელდა [Video]

სააგენტო Anadolu-მ ვიდეო გამოაქყვეყნა, რომელზეც ასახულია მეამბოხეებისა და პრეზიდენტის დაცვის ურთიერთსროლა მარმარისის სასტუმროში, სადაც ქვეყნის მეთაური ისვენებდა. ჩანაწერზე ისმიას სროლის ხმა, ჩანს ვერტმფრენი, რომელიც სასტუმროს თავზე დაფრინავს და იერიშის შედეგები.

17 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გადატრიალების ორგანიზატორებმა 3 ვერტმფრენით სასტუმროზე, რომელშიც ერდოღანი ისვენებდა, იერიში მიიტანეს, რათა თურქეთის პრეზიდენტი მოეკლათ. ვერტმფრენებიდან 25 ჯარისკაცი გვარლით დაეშვა და სასტუმროს დაცვასთან ბრძოლა გამართეს.

ერდოგანმა მეომბოხეების გამოჩენამდე ნახევარი საათით ადრე სასტუმრო დატოვა და სტამბოლში დაბრუნდა. ჰაერში თურქეთის პრეზიდენტის თვიმფრინავს მეამოხეთა გამანადგურებლები F-16 მისდევდნენ, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ცეცხლი არ გახსნეს და ერდოღანს სტამბოლში დაბრუნების საშუალება მისცეს.

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისის საღამოს თურქეთში სამხედრო მოსამსახურეთს ნაწილმა სახელმწიფო გადატრიალების განხორციელება სცადა. მეამბოხეებმა სახელმწიფო ტელევიზია დაიკავეს, ბოსფორის ხიდი დანაღმეს და პარლამენტის შენობა ალყაში მოაქციეს. თურქეთის პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ სტამბოლის, ანკარისა და იზმირის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რასაც შეტაკებები მოჰყვა.

ბოლო მონაცემებით, არეულობის დროს 265 ადამიანი დაიღუპა, 1440 დაიჭრა, – განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button